კალათბურთი

1:56 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბოლდუინის "ბაიერნმა" ევროლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

ევროლიგის მერვე ტურში კამარ ბოლდუინის „ბაიერნმა“ „ვირტუს ბოლონია“ 86:70 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელს საუკეთესო თამაში არ ჰქონია. მან 15 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ბოლდუინმა 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა.

„ბაიერნი“ 4 მოგებით და 4 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 6 ნოემბერს, „პარიზს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088605