ლიბანის ჩემპიონატის მესამე ტურში კახა ჯინჭარაძე, რომელიც „ტადამონის“ რიგებში თამაშობს, ორმაგი დუბლით გამოირჩა.
ქართველმა კალათბურთელმა „შემპვილთან“ მატჩში 40 წუთში 22 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. თუმცა, მისი გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 83:89 დამარცხდა.
„ტადომონს“ სამ ტურში სამი მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში აუტსაიდერთა შორისაა.









