NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "შარლოტ ჰორნეტსის" დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 123:107 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ფლორიდელებმა ოთხ მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
მთელი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც "ორლანდომ" 9 ქულით 31:22 იმარჯვა, საერთო ჯამში კი 123:107.
გოგა ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 13:21 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველი ცენტრის მონაგარი 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარებაა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ორლანდოს გერმანელი კალათბურთელი ფრანც ვაგნერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა იყო.
"ორლანდო მეჯიქს" 2 მოგება და 4 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს გოგას გუნდი 2 ნოემბერს "ვაშინგტონ უიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.









