UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა დენ ჰუკერმა არმან ცარუკიანთან მოახლოებულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა. ახალზელანდიელი მებრძოლის თქმით ეს საჩემპიონო ქამრისკენ მიმავალი გზაა არის და გამარჯვების შემთხვევაში ილია თოფურიასთან ჩხუბის იმედი აქვს.
"ჯასტინ გეიჯი არ არის ის ბიჭი, რომელიც ტიტულამდე მიგიყვანს. არმან ცარუკიანთან გამარჯვების შემთხვევაში კი საჩემპიონო ქამრისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამ. ეს ბრძოლა ჩემპიონობამდე მიმავალი გზა არის.
არმანთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველი და ეს ფაქტი მაღელვებს, რადგან ყველა ფიქრობს, რომ ის ჩემზე ბევრად ძლიერი მებრძოლია. ჩემი ყველა წარმატებული ქმედება ოქტაგონზე ნიშნავს იმას, რომ ის დაცინვის ობიექტი გახდება. ყველა ამბობს, რომ ის სუპერ მებრძოლი და ტალანტია, ამიტომ ჰგონიათ, რომ მარტივად დამამარცხებს და შემდეგ საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიასაც მოუგებს. თუმცა მე ასე არ ვფიქრობ, ამ ბრძოლაში მე დასაკარგი ნამდვილად არაფერი მაქვს, მაზე კი დიდი წნეხი იქნება და წარმოიდგინეთ, რომ ის აგებს მებრძოლთან, რომელსაც ბრძოლების ნახევარი წაგებული აქვს. ეს ყველაფერი მასზე დიდი ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენს", განაცხადა დენ ჰუკერმა.
შეგახსენებთ, რომ დენ ჰუკერისა და არმან ცარუკიანის დაპირისპირება 22 ნოემბერს კატარში გაიმართება. ამავე ქარდზე იბრძოლებს ალექსანდრე თოფურიაც, რომელიც UFC-ში მეორე ბრძოლას ჩაატარებს.









