სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:05 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავს ლამინ იამალს კვლავ აწუხებს ტკივილები და ამის ფონზე უწევს თამაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბის ექიმებმა ფეხბურთელის ახლო გარემოცვასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ თავდაპირველად ოპერაციაზე უარი ეთქვათ და მკურნალობა ასე გააგრძელონ, მაგრამ ლამინ იამალი უახლოეს დღეებში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იქნება და თუ ტკივილი არ განელდება ოპერაციის გაკეთება გარდაუვალი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა ტრავმის გამო სექტემბრის თვეში "ბარსელონას" რამდენიმე თამაში გამოტოვა და ასევე სექტემბრის სანაკრებო შეკრებაც გამოტოვა. ესპანელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094538