ხვალ, 1 ნოემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მეთერთმეტე ტურში "მონაკო" საკუთარ მოედანზე "პარიზს" უმასპინძლებს, ხოლო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შესაძლოა პოლ პოგბა მასპინძელთა განაცხადში მოხვდეს.
ამასთან დაკავშირებით მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა სებასტიან პოკონიოლიმ კომენტარი გააკეთა.
"მატჩამდე კიდევ ერთი დატვირთული ვარჯიში გვაქვს და თუ პოგბას რაიმე პრობლემა არ შეექმნება, არსებობს შანსი, რომ ის შაბათს გუნდის განაცხადში მოხვდეს. ყველაფერს გეგმის მიხედვით მივყვებით", - განაცხადა პოკონიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას 2023 წლის სექტემბრის შემდეგ ფეხბურთი არ უთამაშია, რადგან დოპინგ ტესტზე ჩავარდა. ფრანგი ფეხბურთელი "მონაკოს" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.









