სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:18 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიროსლავ კლოზე: "ლოჩოშვილიც და გრუბერიც მასზე უკეთესები არიან და ამიტომ თამაშობენ"

ხვალ გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურის მატჩები გაიმართება, სადაც თავის მატჩს გამართავს "ნიურბერგი". ლუკა ლოჩოშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე "ბრაუნშვაიგს" დაუხვდება. მატჩამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ კლოზემ პრესკონფერენცია გამართა და კომენტარი ქართველ ფეხბურთელზეც გააკეთა.

"ეჭვი არ მეპარება რობინ კნოხის შესაძლებლობებში, ის ჩვენი გუნდის კაპიტანია და მნიშვნელოვანი წევრია, თუმცა ამ მომენტში გუნდი ორი ცენტრალური მცველით ვთამაშობთ და როგორც ლოჩოშვილი ისე გრუბერიც მასზე უკეთესები არიან და სწორედ ამიტომ თამაშობენ. ისინი როგორც ბურთით, ისე უბურთოდ კარგად გამოიყურებიან და მათთვის გვერდის ავლა მეტოქე გუნდის თავდამსხმელებს ძალიან უჭირთ", - განაცხადა კლოზემ.

შეგახსენებთ, რომ "ნიურბერგმა" სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა შემდეგ კლოზემ ტაქტიკა შეცვალა და ხუთმცველიდან ოთხმცველზე გადაეწყო. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ბოლო თამაშებია გუნდი კარგად გამოიყურება. "ნიურბეგს" 11 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მე-15 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089886