სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:01 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "ყველაფერი მოგვარებულია, ვინისიუსი უნაკლო იყო"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ "ვალენსიასთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა უმეტესი კითხვები ესპანელ სპეციალისტს ვინისუს ჟუნიორთან დაკავშირებით დაუსვეს. როგორც ჩაბი ალონსომ განაცხადა, ყველანაირი პრობლემა მოგვარებულია და არანაირ შურისძიებას ადგილი არ ექნება.

"გუნდში ძალიან პოზიტიური განწყობაა, რადგან "ელ კლასიკოში" გამარჯვება უბრალოდ 3 ქულაზე მეტია და ამ მატჩის მოგებამ უდიდესი პოზიტივი შემოიტანა. ახლა საკმაოდ დატვირთული კვირა გველოდება და მაქსიმალურად ვემზადებით, რათა უფრო პოზიტიური ენერგიით დავასრულოთ. საქმეს ხვალიდან "ვალენსიასთან" მატჩით ვიწყებთ.

მოიხადა თუ არა ბოდიში ვინისიუსმა? ოთხშაბათს ყველასთან შეხვედრა გვქონდა და ვინისიუსი უნაკლო იყო. ის გულწრფელად, გულიდან ლაპარაკობდა და ეს ძალიან კარგი იყო. ჩემთვის ყველაფერი მოგვარებულია და არანაირ შურისძიებას ადგილი არ ექნება", - განაცხადა ჩაბი ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა. ჩაბი ალონსომ მატჩის 72-ე წუთზე ვინისუსი შეცვალა, რაზეც ბრაზილიელი ფეხბურთელი აღშფოთდა და გაბრაზება ემოციურად გამოხატა, მოედნის დატოვების შემდეგ კი პირდაპირ გასახდელში გაეშურა. ამ საკითხმა დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ზოგიერთი ადამიანი ბრაზილიელის გაყიდვასაც ითხოვდა.

მადრიდის "რეალისა" და "ვალენსიას" დაპირისპირება ხვალ, გვიან ღამით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095595