რომ გვეგონა ეშმაკსაც დაავიწყდა ერთ დროს ინგლისში მოთამაშე რუსი ფეხბურთელი ანდრეი არშავინიო, სწორედ მაშინ იძალა მისმა ყოფილმა ცოლმა და ქმარყოფილზე ჟურნალისტებს ისეთები მოუყვა, ამის შემდეგ კუიბიშევის ჩამონთხლეული კორპუსის წინ „კილკაზე“ არყისმსმელმა პატიოსანმა და კეთილშობილმა მოქალაქეებმა წესით ანდრეი ახლოსაც კი აღარ უნდა გაიკარონ.
ყოფილი ფეხბურთელის ნაცოლარმა, ალისა არშავინამ პირი მოაღო და რაც კი იცოდა თუ არ იცოდა ყველაფერი მოყვა. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ანდრეის სიძუნწესა და ფულის სიყვარულს. დეტალურად გაიხსენა ყოფილმა ქმარმა ჩუმად როგორ გაყიდა მისი კუთვნილი „ბენტლი“ და ცოლს სანაცვლოდ არცთუ ახალი „მერსედესი“ დაუყენა ავტოფარეხში.
ჯერ კიდევ თანაცხოვრების დროს, როდესაც ანდრეი ლონდონის „არსენალის“ მაისურში გამოწყობილი დააბოტებდა, ბრიტანულმა მედიამ მის ცოლს ხუმრობით „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ უწოდა და როგორც ხსენებულ ნაწარმოებშია, როგორც ჩანს ალისა არშავინაც კურდღლის დევნას და ზედმეტ ოცნებებს გადაჰყვა, ხელში კი ჩვეულებრივი ერთმორწმუნე ძუნწი მამრი შერჩა, რომელიც გათიშვამდე სვამს და „პახმელიაზე“ „კომბი მასკვიჩივით“ ღმუის.









