ნოემბერში "ბორჯღალოსნები" სამ შეხვედრას გამართავს და სამივე ტესტ-მატჩს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გჩაატარებს. 8 ნოემბერს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ აშშ-თან ჯახის შემდეგ, 15 ნოემბერს იქვე კანადას დავუპირისპირდებით, 22 ნოემბერს კი იაპონიას თბილისში ვუმასპინძლებთ.
მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნების 35 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:
შერკინება - ნიკა აბულაძე, დავით აბდუშელიშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ირაკლი აფციაური, ლუკა ჯაფარიძე, ბექა გიგაშვილი, კახა დარბაიძე, ვანო კარკაძე, ირაკლი ქვათაძე, შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, დავით ეფრემიძე, თემურ წულუკიძე, ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე, ილია სპანდერაშვილი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გაგა სინაურიძე.
ხაზი - ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, თენგიზ პერანიძე, ლუკა მატკავა, თედო აბჟანდაძე, გიორგი კვესელაძე, დემე თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი შველიძე, ზურაბ ლუტიძე, აკაკი ტაბუცაძე, ალექსანდრე თოდუა, შალვა აფციაური, ლუკა ცირეკიძე, დავით ნინიაშვილი.









