სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:59 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელის კომენტარი გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ „მიდლსბროსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც გააკეთა.

როგორც ესპანელმა აღნიშნა, სიფრთხილე საჭიროა და საუკეთესო მომენტი უნდა იპოვონ, რათა გიორგი მოედანზე დაბრუნდეს.

„გიორგი ტრავმისგან გამოჯანმრთელდა. ახლა სიტუაციის განვითარება უნდა ვმართოთ და ვიპოვოთ საუკეთესო მომენტი, რათა ის გუნდს დაუბრუნდეს“, - თქვა გრასიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს აპრილის შემდეგ არ უთამაშია. მან ბურთით ვარჯიში დაიწყო, თუმცა ჯერ სრული დატვირთვით გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ამიტომ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პირველ ნოემბერს, „მიდლსბროსთან“ ითამაშოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098153