ფეხბურთი

16:26 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი: "იტალიის ნაკრების მიერ ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ძალიან ზედმეტი იქნება"

"ალ-დუჰალის" 32 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ვერატიმ იტალიის ნაკრებზე კომენტარი გააკეთა. ის იმედს იტოვებს, რომ ნაკრები მუნდიალზე გასვლას შეძლებს, რადგან ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ძალიან ზედმეტი იქნება.

"იმედი მაქვს, რომ იტალიის ნაკრები მუნდიალზე გასვლას მოახერხებს, რადგან ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ძალიან ზედმეტი იქნება. ნაკრების ამ დიდ ფორუმზე ხილვა ყველას ენატრება, მაგალითად ჩემს შვილებს ნაკრების თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე არ უნახავთ. თითქმის გადაწყვეტილია, რომ საგზურისთვის ბრძოლა პლეიოფიდან მოგვიწევს, თუმცა მე მჯერა ნაკრების და მწვრთნელის, რომელსაც წარმატების მიღწევის დიდი სურვილი აქვს", - განაცხადა ვერატიმ.

"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა ფეხბურთელმა კომენტარი კილიან მბაპეს შესახებაც გააკეთა:

"პსჟ-მ საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგა მბაპეს გარეშე მოიგო? არ მგონია, რომ ამის მიზეზი გუნდიდან კილიანის წასვლა იყოს. როდესაც ერთად ვთამაშობდით ჯერ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში გასვლა მოვახერხეთ, სამწუხაროდ საბოლოოდ არ გაგვიმართლა. კილიანმა პსჟ-ს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა", - განაცხადა ვერატიმ.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს 15 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს კი ნორვეგიის ნაკრები იკავებს 18 ქულით. მარკო ვერატის ეროვნული ნაკრების მაისურით 55 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 3 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103404