სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:36 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe: "კვარაცხელია გადაღლილია და ყოველთვის ბოლომდე არ იხარჯება"

დღეს, ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა საქართველოს ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც ისინი ქართველ ფეხბურთელს აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ მოედანზე ყოველთვის ბოლომდე არ იხარჯება, ამასთან ერთად ხვიჩას მატჩებისადმი დამოკიდებულება შერჩევითი აქვს და ლიგა 1-ის მატჩები მას არ აინტერესებს.

"ხვიჩა კვარაცხელია გუნდში გასული სეზონის მეორე ნახევარში ენერგიით აღსავსე მოვიდა და მან ყველა ტურნირზე თავისი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენა. ის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სეზონის სტარტზე რამდენიმე თამაში გამოტოვა და დაისვენა, "ნაპოლის" ყოფილი მოთამაშე მაინც აშკარად გადაღლილი ჩანს და ცდილობს ძალები გადაანაწილოს.

აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ კვარაცხელია ლიგა 1-ში ისე არ თამაშობს, როგორც მას შეუძლია. ეს ყველაფერი სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს, მას 8 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, განსხვავებით ჩემპიონთა ლიგისგან, სადაც მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ის ასევე არარ გამოირჩევა იმ დაცვითი ფუნქციების სესრულებით, რომლითაც წინა სეზონში გაგვაოცა.

ამ ყველაფრის ფონზე კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე კვლავინდებურად თამაშობს და ეს მხოლოდ ციფრები არ არის, მისი თამაში სტაბილურად კარგია. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მას ადანაშაულებენ იმაში, რომ თამაშებს ირჩევს და არ ცდილობს ლიგა 1-შიც გაბრწყინებას. მისი აზრით, ბრწყინვალება ამ ჩემპიონატში ნაკლებად მნიშვნელოვანია", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და თავი 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101458