სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:07 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუნიაიჩი: "გოგლიჩიძე სწორ გზაზეა, შეცდომები განვითარების პროცესში ნორმალურია"

„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც საბა გოგლიჩიძეზეც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, შეცდომები ნორმალურია და ქართველი მცველი სწორ გზაზეა.

„სირთულეები ჰქონდა, მაგრამ მოვიდა გუნდიდან, რომელიც გავარდა. მოუწია ადაპტირება სერია A-ს და „უდინეზეს“ განსხვავებულ ინტენსივობასთან. ზრდის პროცესში ნორმალურია შეცდომების დაშვება. სხვა საკითხია, იყო თუ არა მეორე პენალტი, მაგრამ ის თავისას აკეთებს, სწორ გზაზეა, ბევრს მუშაობას, რომ ჩვენს მექანიზმებში კარგად გაერკვეს. „იუვენტუსთან“ ბევრ მომენტში კარგი იყო, რამდენიმე შეცდომის გამო არ ვადანაშუალებ, თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ 21 წლისაა. ხვალ შესაძლებელია როტაცია, მაგრამ მატჩამდე ფეხბურთელებთან ვილაპარაკებ. სათადარიგო სკამზე არიან ახალგაზრდა ბიჭები, როგორებიც ბერტოლა და პალმა არიან, ვნახოთ ვინ გავა მოედანზე, განურჩევლად ამისა, მინდა, გუნდურად ვითამაშოთ“, - აღნიშნა რუნიაიჩმა.

საბა გოგლიჩიძემ ზედიზედ მეოთხედ ითამაშა უდინელთა ძირითად შემადგენლობაში, სულ მეექვსე მატჩი ჩაატარა სერია A-ს მიმდინარე სეზონში. „უდინეზე“ – „ატალანტას“ მატჩი 1 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089564