სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:24 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტმა დაასახელა, თუ რა დაეხმარება „ლივერპულს“ წაგებათა სერიის შეწყვეტაში

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა გაამხილა, თუ რა დაეხმარებოდა მერსისაიდელებს წაგებათა სერიის შეწყვეტაში. „წითლებმა“ ყველა შეჯიბრში ბოლო შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს - ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტის „აინტრახტთან“ (5:1).

„ჩვენი მოთამაშეების ხარისხი და მათ მიერ შექმნილი შანსების რაოდენობა სწორ სვლაში დაგვეხმარება. საბოლოო ჯამში, მოთამაშეები მეტ გოლს გაიტანენ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული პრობლემები, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ, მაგრამ თუ იმაზე ვისაუბრებ, რა უნდა გავაუმჯობესოთ, ხალხი იტყვის, რომ საბაბს ვეძებ. ამიტომ, შესაძლოა, ჯობდეს უბრალოდ ვთქვათ: ჩვენი თამაშის გასაუმჯობესებლად რამდენიმე პრობლემა უნდა მოვაგვაროთ.

თუმცა, ამ კვირაში ბევრი დადებითი მომენტიც იქნება. როგორც ვთქვი, მოთამაშეების ხარისხი უმნიშვნელოვანესია და ღია თამაშში შექმნილი შანსების რაოდენობა მაინც საკმარისად მაღალია იმისათვის, რომ იმ პოზიციებისთვის ვიბრძოლოთ, რაც დავგეგმეთ“ - ციტირებს სლოტის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099323