სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:54 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ გასული სეზონისთვის „ოქროს ბუცი“ მიიღო
ფრანგმა ლა ლიგაში 31 გოლი გაიტანა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ გასული სეზონისთვის „ოქროს ბუცი“ მიიღო, რომლის განმავლობაშიც მან ლა ლიგის 34 მატჩში 31 გოლი გაიტანა.

„დიდი მადლობა ყველას აქ ყოფნისთვის. „ოქროს ბუცის“ მიღება დიდი პატივია. მადლობა ყველას ამ ჯილდოსთვის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრს ნიშნავს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს აქ ყოფნისთვის და ყოველთვის დახმარებისთვის. ჩვენ წარმოუდგენელი გუნდი ვართ, რომელსაც ბევრის მოგება შეუძლია.

მოხარული ვარ, რომ მადრიდის „რეალში“ ვთამაშობ; ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო ბავშვობიდან. ახლა აქ ვარ და ვიმედოვნებ, კიდევ მრავალი წელი ვითამაშებ მადრიდში. მინდა მადლობა გადავუხადო „რეალის“ გულშემატკივრებს; მათი მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზეც მოვიგებ „ოქროს ბუცს.“ კარგად დავიწყე, მაგრამ ვნახოთ. დიდი მადლობა ყველას“, - ციტირებს მბაპეს სიტყვებს Championat.com.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099847