საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ნახევარფინალურ მატჩში დღეს, 31 ოქტომბერს „იბერიამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
მე-9 წუთზე ანგარიში თორნიკე ახვლედიანმა გახსნა. 54-ზე ნიკოლოზ დადიანმა მეორე ბურთი გაიტანა. შემდეგ კი ამირან ძაგანიამ დუბლი შეასრულა (73-ე, 81-ე წთ), ხოლო ლუკა სილაგაძემ 90+3 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბათუმელთაგან თავი 89-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ გამოიჩინა.
ამრიგად, ფინალში, „იბერია“ „დილას“ დაუპირისპირდება, რომელმაც წინა დღეს „სამტრედია“ სტუმრად დამატებით დროში დაამარცხა - 0:2.









