24 წლის ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა „ნაპოლიში“ გადასვლამდე ფრანგულ კლუბ „ნიცაში“ აღმოჩენილიყო - წერს L'Équipe.
მოლაპარაკებები 2021/2022 წლების სეზონის შუა პერიოდში მიმდინარეობდა, როდესაც ფეხბურთელი ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა. „ნიცას“ ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება მოახდინა ნახევარმცველის რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაშმა და მზად იყო გარიგების დასადებად. თუმცა, კლუბს ადმინისტრაციული სირთულეები შეექმნა. ფეხბურთელის აგენტს არ ჰქონდა საფრანგეთში მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭირო რეგისტრაცია და მისი სატრანსფერო მოთხოვნები ძალიან მაღალი იყო.
საბოლოოდ, კვარაცხელიამ „რუბინი“ დატოვა და ბათუმის „დინამოში“ ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, „ნაპოლისთან“ გააფორმა კონტრაქტი. თავდამსხმელი 2025 წლის იანვრიდან პსჟ-ში თამაშობს.









