კვიპროსის ჩემპიონატის მეცხრე ტურში ლიმასოლის „არისმა“ „ხლორაკა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა მეტოქის კარი 42-ე წუთზე პენალტით დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა.
ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, თუმცა სეზონში მეხუთე (თასზე ერთი გოლი აქვს, და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი).
„არისი“ 20 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 ნოემბერს, „კრასავას“ უმასპინძლებს.









