კალათბურთი

1:41 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩი და MVP-ის ტიტული ევროლიგაში

ევროლიგის მერვე ტურში „ბარსელონა“ ბელგრადის „პარტიზანს“ ესტუმრა, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში, 78:76 აჯობა.

„ბარსელონამ“ მესამე პერიოდი 10 ქულით მოიგო, რაც საკვანძო გამოდგა, რადგან ბოლო პერიოდი 20:20 დასრულდა.

თორნიკე შენგელია მატჩის MVP იყო. მან 30 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.

თორნიკე ორივე გუნდში საუკეთესო იყო და „ბარსას“ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 42-ს გაუტოლდა და დიდი შანსია, რომ ტურის MVP-ც გახდეს.

„ბარსელონა“ ევროლიგაში 5 მოგებით და 3 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096104