კალათბურთი

10:28 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კორსანტიას 15-ქულიანი მატჩი ესპანეთში

ესპანეთის მეორე დივიზიონის მეექვსე ტურში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოა“ სტუმრად „ბურგოსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 73:81 დამარცხდა, ქართველი კი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

კორსანტიამ 23 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3-ჯერ ბურთი შეტევაში მოხსნა, სამჯერაც დაცვაში.

„გიპუზკოა“ 1 მოგებით და 4 წაგებით მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 ნოემბერს, „პალმას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173929