კალათბურთი

11:35 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" ოთხმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა

ნაციონალურ სალაკათბურთო ასოციაციაში გამარჯვება მოიპოვა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“. „კლივლენდ კავალიერსთან“ 112:101 მოგებულ მატჩში კი ქართველი კალათბურთელი შედეგიანობით გამოირჩა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პარკეტზე 18:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.

სანდრომ 3-დან ერთი სამქულიანი, 1-დან ერთი ორქულიანი და 6-დან ექვსი საჯარიმო ჩააგდო, მისი +- მაჩვენებელი კი 13-ს გაუტოლდა.

ყველაზე შედეგიანი „კლივლენდის“ კალათბურთელი ევან მობლი იყო, რომელიც 29 ქულით, 8 მოხსნითა და 3 შედეგიანი დაგაცემით გამოირჩა. ხოლო „ტორონტოდან“ ბარეტმა 20 ქულა ჩააგდო.

ქართველის გუნდმა ამ გამარჯვებით ოთხმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა და აღმოსავლეთ კონფერენციაში 2 მოგებით მე-11 პოზიციას იკავებს. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს, „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095423