იტალიური „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პატრიკ ვიეირა გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ვიეირას დათხოვნის მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა. გენუური კლუბი სერია A-ში 9 ტურის შემდეგ მოგების გარეშე და მხოლოდ 3 ქულით ბოლო ადგილზეა.
„სასუოლოსთან“ უახლოეს შეხვედრაში „ჯენოას“ დროებით რობერტო მურჯიტა და დომენიკო კრიშიტო უხელმძღვანელებენ. პატრიკ ვიეირა „ჯენოას“ 2024 წლიდან ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე „ნიუ იორკ სიტის“, „ნიცას“, „კრისტალ პალასის“ და „სტრასბურის“ მწვრთნელი იყო.









