„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, თუ მას გოლი ვერ გააქვს, ეს ნიშნავს, რომ „ლივერპული“ 10 კაცით თამაშობს:
„დიახ, ის ფორმაში არ არის, მაგრამ ასაკთან ერთად, თამაშის დონის გარკვეული ვარდნა გარდაუვალია. 30 წელს გადაცილებული ნებისმიერი ადამიანი განიცდის ასეთ ჩავარდნას. ეს არ არის ის, რაც მოულოდნელად ხდება, მაგრამ ეს ორი ან სამი სეზონია გრძელდება.
გოლის გამო თამაშს ვივიწყებთ. ახლა ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რომ მან ბოლო დროს ვერ გაიტანა და საერთოდ არ შეუტანია წვლილი. თუმცა ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, რომლის შეცვლაც არასდროს გინდა, რადგან მისი ფორმის მიუხედავად, ის ყოველთვის საშიშია. ზოგჯერ ეს არის მისი პრობლემა. ის საშიშია, მაგრამ თუ ის ვერ გაიტანს, გამოდის, რომ თითქოს ათი კაცით ვთამაშობდეთ.
თუ პრემიერლიგის მოგება „ლივერპულს“ ისევ სურს, კიდევ ერთი თამაშის წაგების უფლება არ აქვს. ვფიქრობ, ახლა, „არსენალს“ ტიტულის მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს. თუმცა, მჯერა, ყველა პრეტენდენტი ქულებს დაკარგავს, მაგრამ ბევრჯერ არა, ამიტომ, „ლივერპულს“ მეტი შეცდომის დაშვება არ შეუძლია“, - თქვა ჰესკიმ.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ პრემიერლიგაში ზედიზედ ოთხი წაგება აქვს, ხოლო ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩში 6-ჯერ დამარცხდა.









