ფეხბურთი

17:40 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა მამაცაშვილის ზღაპრული გოლები შვედეთში

შვედეთის სუპერეტანის 29-ე ტურში „კალმარმა“ სტუმრად კონკურენტი „ორგრიტე“ 2:0 დაამარცხა, საბა მამაცაშვილის ბრწყინვალე გოლებით!

ქართველმა მცველმა ორი წარმოუდგენელი სილამაზის გოლი გაიტანა: ჯერ მე-11 წუთზე, როდესაც შორი მანძილიდან გარე ტერფით საოცრად დაარტყა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა - ნებისმიერი ფეხბურთელი მოაწერდა ასეთ გოლს ხელს!

მე-80 წუთზე საბამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, როცა ამჯერად შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და მეტოქის კარის ცხრიანში გაიტანა. მან მაისური გაიხადა გოლის შემდეგ, ყვითელი ბარათი მიიღო და მწვრთნელაც შეცვალა.

მამაცაშვილი „სირიუსის“ საკუთრებაშია და „კალმარში“ ზაფხულიდან იჯარით თამაშობს. ის გუნდს 12 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით დაეხმარა.

„კალმარმა“ 64 ქულა დააგროვა, ბოლო ტურის წინ ლიდერია და უმაღლესი დივიზიონის საგზური დღევანდელი მოგებით გაინაღდა. ბოლო ტურში შვედური კლუბი 8 ნოემბერს, „ფალკენბერგს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095452