სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:50 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის საგოლე პასი, "ვილიარეალმა" "რაიო ვალეკანო" გაანადგურა

„ვილიარეალმა“ ლა ლიგის მე-11 ტურში „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა, რომელიც 4:0 გაანადგურა, ხოლო გიორგი მიქაუტაძე საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. 22-ე წუთზე ანგარიში ჟერარ მორენომ გახსნა: სტატისტიკურად საგოლე პასი მიქაუტაძის აქტივშია, თუმცა უნდა ითქვას, რომ პასის შემდეგ მორენომ ძალიან ბევრი რამ მარტომ გააკეთა იმისთვის, რომ გოლი გაეტანა.

პირველი ტაიმი ასე დასრულდა, მიქაუტაძე კი შესვენებაზე შეცვალეს. მეორე ნახევარში „ვილიარეალმა“ „რაიოს“ კიდევ სამი გოლი გაუტანა და საბოლოოდ, 4:0 იმარჯვა.

მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„ვილიარეალი“ ლა ლიგაში ამ დროისთვის 23 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 ნოემბერს, „ესპანიოლს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „პაფოსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097401