სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:07 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გოლი ფრანკფურტის "აინტრახტთან"

გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ ქულა ბუდუ ზივზივაძის გოლით მოიპოვა.

„ჰაიდენჰაიმისთვის“ სეზონი ძალიან ცუდად მიმდინარეობს და მისთვის ყოველი ქულა მნიშვნელოვანია. ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო 32-ე წუთზე ახლო მანძილიდან შეძლო გატანა, რითაც ანგარიში გახსნა.

ეს ბუდუს პირველი გოლია მიმდინარე სეზონში და საერთოდაც, 231-დღიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მან კარიერაში მესამე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში - გასულ სეზონში „ჰოფენჰაიმი“ და „ჰოლშტაინ კილი“ დაამწუხრა. 31 წლის ასაკში ბუდუ გახდა „ჰაიდენჰაიმის“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც ბუნდესლიგაში გოლი გაუტანია.

„ჰაიდენჰაიმმა“ „აინტრახტთან“ ბუდუს გოლით მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან მეორე ტაიმის დასაწყისში რასმუს კრისტენსენმა გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელი 70-ე წუთზე შეცვალეს.

„ჰაიდენჰაიმი“ 5 ქულით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 ნოემბერს, „ლევერკუზენს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099498