კალათბურთი

19:25 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის MVP გახდა

„ბარსელონას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის მერვე ტურის MVP გახდა.

ბელგრადის „პარტიზანთან“ მატჩში (78:76) შენგელიამ გაიბრწყინა და 30 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 42 იყო, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა და ტურის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდოც დაიმსახურა.

შენგელია კარიერაში მეცხრედ გახდა ევროლიგის ტურის MVP, ხოლო ბოლო ორ წელიწადში - პირველად.

„ბარსელონა“ ევროლიგაში 5 მოგებით და 3 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093317