სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:04 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზემ" "ატალანტა" დაამარცხა, საბა გოგლიჩიძე არ ათამაშეს

იტალიის სერია A-ს მეათე ტურში „უდინეზემ“ ბერგამოს „ატალანტა“ 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

საბა გოგლიჩიძეს ამჯერად თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა. ზედიზედ ოთხჯერ სასტარტო შემადგენლობაში ყოფნის შემდეგ საბა სათადარიგო სკამზე დარჩა.

„უდინეზემ“ კი „ატალანტას“ ნიკოლო ძანიოლოს ერთადერთი გოლით მოუგო. აღსანიშნავია, რომ ბერგამოული გუნდი სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

გოგლიჩიძის პოზიციაზე ნიკოლა ბერტოლამ ითამაშა, რომელიც 76-ე წუთზე მატეო პალმამ შეცვალა - ორივე ქართველი მცველის კონკურენტია. საბას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ერთხელ თასზე ითამაშა.

„უდინეზე“ 15 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 ნოემბერს, „რომას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088985