სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:17 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი „მილანთან“ მატჩის წინ: „ჩვენი მიზანია „სან სიროზე“ ძალების გამოცდა“

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის მატჩის წინ ისაუბრა, რომელშიც ისინი „მილანს“ დაუპირისპირდებიან.

„ამჟამად არ ვსაუბრობ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის პერსპექტივებზე. კონცენტრირებული ვარ იმაზე, თუ როგორ მიუდგება „რომა“ „მილანთან“ მატჩს. ორივე კლუბმა შესანიშნავად დაიწყო სეზონი. ჩვენი მიზანია, „სან სიროზე“ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ საკუთარი თავი გამოვცადოთ. რაც შეეხება ქულებს, ძნელია მეტის მოლოდინი. მიზანია გავაგრძელოთ გაუმჯობესება, მყარი გუნდური სტრუქტურის შექმნა და სულ უფრო კონკურენტუნარიანი გავხდეთ. ვიმედოვნებთ, რომ მიღებული ქულები ეფექტური იქნება“, - ციტირებს გასპერინის სიტყვებს Sky Sport Italia.

„მილანი“ იტალიის სერია A-ში ცხრა მატჩის შემდეგ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა. „რომა“ კი 21 ქულით მეორეზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172054