ფეხბურთი

20:20 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა გაგნიძის საგოლე პასი უკრაინის ჩემპიონატში

უკრაინის პრემიერლიგის მე-11 ტურში „კოლოსი“ საკუთარ მოედანზე „ოლექსანდრიას“ დაუზავდა, ხოლო ნიკა გაგნიძე საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველის გადაცემით 90-ე წუთზე იური კლიმჩუკმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ნიკა მოედანზე შეუცვლელად იყო, ხოლო ზურაბ რუხაძე სათადარიგო სკამზე დარჩა. გაგნიძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში უკრაინის ჩემპიონატში, გოლი არ გაუტანია, ორჯერ კი საგოლე პასით გამოირჩა.

„კოლოსი“ 16 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 ნოემბერს, „კუდრივკას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09568