დღეს, 1 ნოემბერს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის 6 მატჩი იმართება. ხუთი უკვე დასრულდა. „ჰაიდენჰაიმი“ „აინტრახტს“ ბუდუ ზივზივაძის გოლით უგებდა, მაგრამ ფრანკფურტელმა რასმუს კრისტენსენმა მეორე ტაიმში გაათანაბრა და მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. ბუდუ 70-ე წუთზე შეცვალეს.
6 ქულით „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგის ცრილში ბოლო მე-18 ადგილზეა. 14-ქულიანი „აინტრახტი“ კი მეექვსეზე.
„ლაიფციგმა“ „შტუტგარტს“ 3:1 მოუგო და კვლავ მეორე ადგილზეა. 18-ქულიანი „შტუტგარტი“ კი მეოთხეზე.
ჯეფ შაბომ 45-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა და მასპინძელ გუნდს უპირატესობა მოუტანა, ხოლო იან დიომანდემ 53-ე წუთზე გუნდის უპირატესობა გააორმაგა. ტიაგო ტომაშმა 65-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. რომულომ „ლაიფციგის“ მესამე გოლი 90+2 წუთზე გაიტანა.
„გლადბახმა“ სტუმრად „ზანქტ პაულის“ სტუმრად 0:4 აჯობა. დუბლი მიითვალა ბოსნიელმა ჰარის ტაბაკოვიჩმა.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-9 ტური. 1 ნოემბერი: ჰაიდენჰაიმი - აინტრახტი 1:1, უნიონ ბერლინი - ფრაიბურგი 0:0, ზანქტ პაული - გლადბახი 0:4, ლაიფციგი - შუტგარტი 3:1, მაინცი - ვერდერი 1:1, ბაიერნი - ბაიერი მოგვიანებით გაიმართება.







