ფეხბურთი

21:18 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე ზოგჯერ გადამწყვეტი იყო, მაგრამ ყოველთვის - არა"
"შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო, გუნდი ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას"

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის (4:0) შემდეგ გიორგი მიქაუტაძის შეცვლის შესახებ ისაუბრა.

ქართველი ფეხბურთელი ესპანელმა მწვრთნელმა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა და მეორე ნახევარში მოედანზე არ გაუყვანია. მარსელინო კმაყოფილი არ იყო გიორგის თამაშით, რაც არ დაუმალავს:

„ჯერ არცერთი მოთამაშე არ არის იქ, სადაც, ვფიქრობ, შეიძლება იყოს. მიქაუტაძის შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. თავდამსხმელობა ყველაზე რთული რამაა - კონკურენტი ყოველთვის გყავს, თუმცა ეს პროცესია. მას ძალიან კარგი თვისებები აქვს. დღეს კარგი თამაში არ ჰქონია და ეს ნორმალურია. გუნდი ყოველთვის ნებისმიერ მოთამაშეზე მაღლა დგას, „ვილიარეალში“ სათამაშოდ, კარგად უნდა ითამაშო. მე ამას ნორმალურად აღვიქვამ. ის ზოგიერთ მატჩში გადამწყვეტი იყო, ზოგში კი - არა. მას კარგი განწყობა, კარგი დამოკიდებულება აქვს და ძალიან კარგი ბიჭია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრ გოლს გაიტანს“, - აღნიშნა მარსელინომ.

მიქაუტაძემ „რაიო ვალეკანოსთან“ 45 წუთში საგოლე პასი მიითვალა, თუმცა ეს უფრო სტატისტიკისთვის - გოლი მთლიანად ჟერარ მორენოს დამსახურება იყო. გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„ვილიარეალი“ ლა ლიგაში ამ დროისთვის 23 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 ნოემბერს, „ესპანიოლს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „პაფოსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170197