დღეს, 1 ნოემბერს პრემიერლიგაში 7 მატჩი იმართება, ხუთი უკვე დასრულდა.
ლიდემა „არსენალმა“ „ბარნლის“ 2:0 მოუგო. ვიქტორ დიოკერეშმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, ხოლო დეკლან რაისმა გუნდის უპირატესობა 35-ე წუთზე გააორმაგა.
ამ თამაშის შემდეგ, „ბარნლი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 10 ქულით მე-17 ადგილზეა, ხოლო „არსენალი“ 25 ქულით პირველზე.
„ნოტინგემ ფორესტმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამარჯვება ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან (2:2). კაზემირომ სტუმრები 34-ე წუთზე დააწინაურა. მორგან გიბს-უაითმა ანგარიში 48-ე წუთზე გაათანაბრა, ნიკოლო სავონამ მასპინძელი გუნდი 50-ე წუთზე დააწინაურა. ხოლო ამად დიალომ ანგარიში 81-ე წუთზე გაათანაბრა.
ამ თამაშის შემდეგ, „ნოტინგემ ფორესტი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში ექვსი ქულით მე-18 ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ 17 ქულით მეხუთზე.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-10 ტური. 1 ნოემბერი: ბარნლი - არსენალი 0:2, ბრაიტონი - ლიდსი 3:0, კრისტალ პალასი - ბრენტფორდი 2:0, ნოტინგემ ფორესტი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:2, ფულემი - ვულვერჰემპტონი 3:0, ტოტენჰემი - ჩელსი, ლივერპული - ასტონ ვილა მოგვიანებით გაიმართება.









