სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:53 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

პირატების განცხადება: "დინამო ბათუმს" პროფესიონალური სტატუსის ჩამორთმევა ემუქრება"

შავი ზღვის პირატებმა ("დინამო ბათუმის" ფან-კლუბი) სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს, რომელიც კლუბის უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობას შეეხება და ისინი დაუყოვნებლივ მოითხოვენ პრობლემების გადაჭრას.

აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მივმართავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. უკვე არაერთი თვეა, ბათუმის „დინამო“ მძიმე ფინანსურ კრიზისშია.

ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს ხელფასები ერიცხებათ ნაწილობრივ და იშვიათად. ძირითადი მოთამაშეები ტოვებენ გუნდს, ხოლო კლუბის სტრუქტურა ფაქტობრივად ჩამოშლილია.

ეს მდგომარეობა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომელიც მოქმედ მფლობელს ეკისრება 49-წლიანი სარგებლობის ხელშეკრულებით. დღეს აშკარაა, რომ აღებული ველდებულებები აღარ სრულდება.

ყოფილი ფეხბურთელების მიმართ არსებული აღიარებული დავალიანებების გადაუხდელობის შემთხვევაში, კლუბს შესაძლოა 6 ქულა ჩამოაკლონ, ხოლო მოცემული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში არსებობს რეალური საფრთხე, რომ უეფას ჩარევით დინამო ბათუმს შეუჩერდეს პროფესიონალური სტატუსი, ასევე არსებული ინფორმაციით კლუბს ადევს ფიფასგან სატრანსფერო ბანი, რაც გულისხმობს, რომ კლუბს არ აქვს უფლება ფეხბურთელების დარეგისტრირების 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე.

მოვითხოვთ, რომ:

ზემოაღნიშნულმა უწყებებმა აღასრულონ ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფა, მიიღონ სამართლებრივი და ფინანსური ზომები ბათუმის „დინამოს“ გადასარჩენად და ქალაქისთვის ამ უმნიშვნელოვანესი კლუბის შესანარჩუნებლად. დინამოს გადასრჩენად თითოეული დღე მნიშვნელოვანია", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "დინამო ბათუმი" ეროვნულ ლიგაში 37 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს. კლუბში მძიმე ფინანსური მდგომარეობა უკვე რამდენიმე თვეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101783