ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩი, „ატლეტიკოსა“ და „სევილიას“ შორის, მადრიდელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.
მატჩში პირველი გოლი ხულიან ალვარესმა გაიტანა. არგენტინელმა თავდამსხმელმა 64-ე წუთზე ზუსტად დაარტყა პენალტი. 77-ე წუთზე ნახევარმცველმა ტიაგო ალმადამ მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა. 90-ზე ანტუან გრიზმანმა ანგარიში 3:0 გახადა.
„სევილია“ ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში 13 ქულით მე-11 ადგილზეა. „ატლეტიკო“ 22 ქულით მეოთხეზე.









