სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:01 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "გოლი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო"

„ჰაიდენჰაიმის“ ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ „აინტრახტთან“ მატჩისა (1:1) და გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ფრე სამართლიანი შედეგი იყო, ხოლო გოლით ბედნიერია:

„დღევანდელი ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით. მეორე ტაიმში „აინტრახტმა“ თამაში აკონტროლა და დამსახურებულად გაათანაბრა. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ფრე ორივე გუნდისთვის სამართლიანია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ წარიმართა თამაში. კმაყოფილები ვართ მოპოვებული ქულით და ასე უნდა გავაგრძელოთ. ყველა თამაშში უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ქულების დაგროვება. გოლი პირადად ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და იმედი მაქვს, რომ მომავალ მატჩებშიც ასე გაგრძელდება“, - თქვა ზივზივაძემ.

ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა და საერთოდაც, 231-დღიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მან კარიერაში მესამე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში - გასულ სეზონში „ჰოფენჰაიმი“ და „ჰოლშტაინ კილი“ დაამწუხრა. 31 წლის ასაკში ბუდუ გახდა „ჰაიდენჰაიმის“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც ბუნდესლიგაში გოლი გაუტანია.

„ჰაიდენჰაიმი“ 5 ქულით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 ნოემბერს, „ლევერკუზენს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174719