ფეხბურთი

23:20 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ ყველა შეჯიბრში ზედიზედ მეშვიდედ გაიმარჯვა გოლგაუშვებლად

„არსენალმა“ ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩში „ბარნლი“ 2:0 დაამარცხა. ეს „მეთოფეების“ ზედიზედ მეშვიდე „მშრალი“ მატჩია ყველა შეჯიბრში.

ლონდონელების სერია 1 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მიკელ არტეტას გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე „ოლიმპიაკოსი“ 2:0 დაამარცხა. შემდეგ ორ მატჩში „მეთოფეებმა“ პრემიერლიგაში „ვესტ ჰემს“ (2:0) და „ფულემს“ (1:0) მოუგეს. ამის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკო“ გაანადგურეს (4:0), შემდეგ კი პრემიერლიგაში „კრისტალ პალასის“ (1:0) და ლიგის თასზე „ბრაიტონის“ (2:0) წინააღმდეგ მოიგეს თამაშები. ახლა კი, „ბარნლისთან“ გამარჯვება ამ სერიას დაემატა.

ლონდონელები შემდეგ თამაშს 4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად, პრაღის „სლავიას“ წინააღმდეგ გამართავენ.

თეგებიარსენალი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096616