ფეხბურთი

23:30 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუას გოლი სლოვაკეთის ჩემპიონატში

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ „კოშიცე“ 3:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი გაგუამ გოლი გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა მეტოქის კარი 62-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 2:1 გახადა. ის 87-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, დაზიანების ხარისხი ჯერ უცნობია. შეუცვლელად იყო მოედანზე მისი თანაგუნდელი ცოტნე კაპანაძე.

გაგუას სლოვაკეთის ჩემპიონატის 13 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, თასის ორ შეხვედრაში ორჯერ შეძლო გატანა.

„დუნაისკა სტრედა“ 25 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 ნოემბერს, „რუჟომბეროკს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095781