გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ბაიერნმა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
სერჟ გნაბრიმ ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, ნიკოლას ჯექსონმა 31-ე წუთზე გუნდის უპირატესობა გააორმაგა, ხოლო ლუაკ ბადემ 44-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „ბაიერნი“ გერმანიის უმაღლეს ლიგაში 27 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „ბაიერი’ 17 ქულით მეხუთეზე.
შემდეგ რაუნდში მიუნხენის გუნდი 8 ნოემბერს სტუმრად ითამაშებს „იუნიონთან“, ხოლო „ლევერკუზენი“ იმავე დღეს საკუთარ მოედანზე „ჰაიდენჰაიმს“ შეხვდება.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-9 ტური. 1 ნოემბერი: ჰაიდენჰაიმი - აინტრახტი 1:1, უნიონ ბერლინი - ფრაიბურგი 0:0, ზანქტ პაული - გლადბახი 0:4, ლაიფციგი - შუტგარტი 3:1, მაინცი - ვერდერი 1:1, ბაიერნი - ბაიერი 3:0









