სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:51 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას თამაშის შეფასება: "კატალიზატორის როლი იდეალურად შეასრულა"

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში „ნიცა“ გონსალო რამოშის გოლით 1:0 დაამარცხა, საგოლე პასი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.

ფრანგულ მედიაში კვარაცხელიას თამაშს დადებითი შეფასებები ჰქონდა:

Foot Mercato 7.5 ქულა: „პირველ ტაიმში რამდენჯერ გააწამა მელვინ ბარდი. ის იყო ნაპერწკალი, რომელიც პსჟ-ს შეტევებს აღვიძებდა. „ნიცას“ მცველებიც ხშირად ფეხდაფეხ დაყვებოდნენ. მან შესანიშნავად ითამაშა კუთხურიდან ლის ჩაწოდების შემდეგ, როდესაც რამოშმა გაიტანა“.

Tribuna.com 7 ქულა: „გადამწყვეტი თავით პასით, რასაც გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმი იმედგაცრუების მომგვრელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა. თუმცა, მეორე ნახევარში კატალიზატორის როლი იდეალურად შეასრულა. ჯერჯერობით, მისი საუკეთესო მატჩი სეზონში“.

Maxifoot 6 ქულა: „პირველ ტაიმში დიდი გავლენა არ მოუხდენია. თუმცა, საკუთარ საჯარიმოში გადამწყვეტი როლი ითამაშა, როცა მეტოქის დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. მეორე ტაიმში „ნიცას“ დაცვას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა. რაც მთავარია, მატჩის ერთადერთ გოლში გადამწყვეტი როლი ითამაშა“.

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 9 მატჩში გოლი არ გაუტანია, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა. ყველა ტურნირის გათვალისწინებით ქართველი ფეხბურთელის აქტივში 12 მატჩი, 2 გოლი და 3 საგოლე პასია.

„პარი სენ-ჟერმენი“ 24 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 9 ნოემბერს, „ლიონს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე 4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161557