ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩი „ტოტენჰემ ჰოთსფურსა“ და „ჩელსის“ შორის დასრულდა. ჩელსიმ 0:1 გაიმარჯვა.
ჟოაო პედრომ მატჩის ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „ტოტენჰემი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო „ჩელსი“ მეოთხეზე. ორივე გუნდს 17 ქულა აქვს.
შემდეგ რაუნდში „ტოტენჰემი“ 8 ნოემბერს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს, ხოლო „ჩელსი“ იმავე დღეს საკუთარ მოედანზე „ვულვერჰემპტონს“ დაუპირისპირდება.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-10 ტური. 1 ნოემბერი: ბარნლი - არსენალი 0:2, ბრაიტონი - ლიდსი 3:0, კრისტალ პალასი - ბრენტფორდი 2:0, ნოტინგემ ფორესტი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:2, ფულემი - ვულვერჰემპტონი 3:0, ტოტენჰემი - ჩელსი 0:1, ლივერპული - ასტონ ვილა მოგვიანებით გაიმართება









