საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში „სენტ ეტიენი“ სტუმრად „რედ სტართან“ 1:2 დამარცხდა, ზურიკო დავითაშვილმა კი შესანიშნავი გოლი გაიტანა.
„რედ სტარი“ პორველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდა, რასაც სტუმრებმა მეორე ნახევარში ზურიკოს პრესტიჟის გოლით უპასუხეს.
ქართველმა შემტევმა 72-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ბრწყინვალე სტილში: ბურთი ცოცხალი კედლის ქვეშ დიდოსტატურად გაატარა და ჩამორჩენა შეამცირა. თუმცა, „მწვანეებმა“ მეტი ვეღარ შეძლეს და წააგეს.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
„სენტ ეტიენი“ 23 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 8 ნოემბერს, „ტრუას“ ესტუმრება.









