სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:50 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტიმ ტურინული კარიერა მოგებით დაიწყო

ტურინის „იუვენტუსში“ ლუჩანო სპალეტის დებიუტი წარმატებული გამოდგა. „ბიანკონერიმ“ სერია A-ს მეათე ტურში „კრემონეზე“ 2:1 დაამარცხა.

„იუვემ“ საკმაოდ კარგად ითამაშა, მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინა, უფრო დიდი სხვაობითაც მოიგებდა და ბოლო წუთების ნერვიულობასაც თავიდან აირიდებდა.

„იუვენტუსი“ მეორე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ფილიპ კოსტიჩმა ახლო მანძილიდან გაიტანა. პირველ ტაიმში სტუმრებს კიდევ ბევრი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მეტი ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ, 68-ე წუთზე ანდრეა კამბიაზომ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა და სხვაობა გააორმაგა. „კრემონეზემ“ მაინც გაიბრძოლა, 83-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ გაქვითა, მაგრამ მასპინძლებისთვის ეს მაქსიმუმი იყო.

„კრემონეზეს“ რიგებში სათადარიგო სკამზე იყო დაჩი ლორთქიფანიძე. დავიდე ნიკოლას გუნდმა სეზონში სულ რაღაც მეორედ წააგო, 14 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 ნოემბერს, „პიზას“ ესტუმრება. „იუვენტუსი“ 18 ქულით მეხუთე საფეხურზეა და წინ ტურინული დერბი აქვს, თუმცა იქამდე, ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგს“ უმასპინძლებს.

დღესვე, „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კომოსთან“ ქულები დაკარგა და შინ უგოლო ფრეს დასჯერდა. ანტონიო კონტეს გუნდი მარცხსაც გადაურჩა, რადგან ალვარო მორატამ პენალტი ვერ გაიტანა, თორემ, შემდეგ ნეაპოლელები შეძლებდნენ თუ არა, სიტუაციის შეცვლას არავინ იცის. „ნაპოლი“ 22 ქულით მაინც ლიდერია, ხოლო „კომომ“ 17 ქულის დაგროვება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174177