სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:05 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვლის პირველი „მშრალი“ შეხვედრა პრემიერლიგაში
„ლივერპულმა“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა პრემიერლიგაში

პრემირელიგის მე-10 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ლივერპულმა“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა, ოთხწაგებიანი სერია დაასრულა და ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მანამდე ორივე გუნდს 15-15 ქულა ჰქონდა და ცხრილში მეათე-მეთერთმეტე ადგილებს იყოფდნენ.

ეს გიორგი მამარდაშვილის მეოთხე პრემიერლიგური შეხვედრა გახლდათ. ქართველმა მეკარემ ამჯერადაც გამოიჩინა თავი და მერსისაიდელთა კარი პირველად შეინახა „მშრალად.“ შესვენებამდე ორი რთული ბურთი მიგერია. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გახლდათ პირველი ეპიზოდი: 21-ე წუთზე მეტი კეში საჯარიმოს გარედან ზედა კუთხეში ძლიერად ურტყამდა და გიორგიმ შესანიშნავი მოგერიება შეასრულა. ბურთი კუთხურზე გადააგდო, არადა სფერო ცხრიანში მიფრინავდა. თითქმის მაშინვე მორგან როჯერსმა გაისროლა კარისკენ, მამარდაშვილი მზად დახვდა მის დარტყმულს. ჯამში მამარდაშვილს 3 მოგერიება მოუგროვდა.

საერთოდ მატჩი „ლივერპულის“ უპირატესობით წარიმართა, ტაიმის მიწურულს უგო ეკიტიკემ გაიტანა თავით, მაგრამ მსაჯმა თამაშგარეს მიზეზით არ ჩათვალა.

მასინძლებმა მაინც გაიტანეს. უკვე პირველი დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როცა სტუმართა არგენტინელმა მეკარე ემილიანო მარტინესმა უხეში შეცდომა დაუშვა, საჯარიმოში ბურთი პირდაპირ მო სალაჰს მიუგორა და ეგვიპტელმაც თავისი 250-ე გოლი მიითვალა „ლივერპულის“ მაისურით.

ახლა მხოლოდ იან რაშს (346) და როჯერ ჰანტს (285) აქვთ სალაჰზე მეტი გოლი გატანილი მერსიდსაიდელთა მაისურით.

ამასთან, სალაჰს ახლა პრემიერლიგაში ერთი კლუბის მაისურით 188 გოლი და 88 ასისტი მოუგროვდა.

მეორე ტაიმში სურათი დიდად არ შეცვლილა. მასპინძლებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს. ეს რაიან გრავენბერხმა მოახერხა.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-10 ტური. 1 ნოემბერი: ბარნლი - არსენალი 0:2, ბრაიტონი - ლიდსი 3:0, კრისტალ პალასი - ბრენტფორდი 2:0, ნოტინგემ ფორესტი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:2, ფულემი - ვულვერჰემპტონი 3:0, ტოტენჰემი - ჩელსი 0:1, ლივერპული - ასტონ ვილა 2:0.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171773