სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:18 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ ლა ლიგაში „ვალენსია“ გაანადგურა, მბაპემ დუბლი შეასრულა, ვინისიუსმა პენალტი ვერ გაიტანა

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩი მადრიდის „რეალსა“ და „ვალენსიას“ შორის დედაქალაქური კლუბის სასარგებლოდ 4:0 დასრულდა.

მე-19 წუთზე „რეალის“ ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ პენალტით გახსნა ანგარიში, 31-ე წუთზე მბაპემ მეორედ აიღო სტუმართა კარი და დუბლი მიითვალა. 43-ე წუთზე ბრაზილიელმა ვინისიუსმა პენალტი ვერ გამოიყენა, კარის ცენტრში დაარტყა. 44-ზე ინგლისელმა ჯუდ ბელინგემმა ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს გადაცემის შემდეგ ანგარიში გამანადურებელი გახადა. 82-ე წუთზე კი მცველმა ალვარო კარერასმა „ლოს ბლანკოსის“ მეოთხე გოლი გაიტანა - 4:0.

„რეალი“ ესპანეთის ლა ლიგაში 11 მატჩიდან 30 ქულით პირველ ადგილზეა. ისინი მეორე ადგილზე მყოფ „ვილიარეალს“ შვიდი ქულით უსწრებენ. „ვალენსია“ კი ცხრა ქულით მე-18 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092936