„ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში „ასტონ ვილას“ 2:0 სძლია და დიდი ხნის პაუზის შემდეგ გაიმარჯვა, რითაც ოთხმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა (ჩემპიონატში).
გიორგი მამარდაშვილმაც „ლივერპულში“ პირველად ჩაატარა მატჩი გოლგაუშვებლად, ხოლო ადგილობრივი მედია მის თამაშს შემდეგნაირად გამოეხმაურა:
Liverpool echo 7 ქულა: „პირველ ტაიმში კეშის და როჯერსის წინააღმდეგ კარგი სეივები მიითვალა. კომფორტული მეორე ტაიმი“.
This is anfield 7 ქულა: „ალისონის არყოფნაში მამარდაშვილმა ითამაშა და შესანიშნავი თამაში აჩვენა. ორი სეივი ჰქონდა და ზოგადად, თავისი საქმე კარგად გააკეთა. ეს იყო მამარდაშვილის პირველი მშრალი მატჩი ლივერპულის ფეხბურთელის რანგში, ხოლო „წითლებისთვის“ პირველი სექტემბრის შუა რიცხვებში „ბარნლისთან“ სტუმრობის შემდეგ“.
Liverpool.com 6 ქულა: „მე-18 წუთზე ბრწყინვალე სეივი კეშის დარტყმის შემდეგ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ასტონ ვილამ“ ნამდვილად გამოსცადა ალისონის შემცვლელი მეკარის შესაძლებლობები“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩი ჩაატარა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და ერთხელაც ინგლისის ლიგის თასზე.
„ლივერპული“ პრემიერლიგაში 18 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 ნოემბერს, „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრება, თუმცა მანამდე მომდევნო მატჩს მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს.









