ფეხბურთი

12:47 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დუბლი და კარიერაში 952 გოლი

საუდი პრო ლიგის მეშვიდე ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ ფაიჰა“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით 2:1 დაამარცხა.

პორტუგალიელმა პირველი გოლი 37-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-14 წუთზე პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა. მას კარიერაში უკვე 952 გოლი აქვს გატანილი და 1000-გოლიანი ნიშნულისკენ მიიწევს.

„ალ-ნასრი“ 21 ქულით უდანაკარგოდ ლიდერობს ჩემპიონატს და მომდევნო ტურში 8 ნოემბერს, „ნეომს“ შეხვდება. რონალდუს აქტივში 8 გოლია და ბომბარდირთა დავაში ერთი გოლით ჟოაო ფელიქსს და ჯოშუა კინგს ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094982