სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:51 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ეს გუნდის მენტალიტეტს აჩვენებს"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩსი (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ასეთ სტილში გამარჯვება გუნდის ძლიერ მენტალიტეტს აჩვენებს.

"მშვენიერია ასე გამარჯვება, ბოლო წუთს, ბოლო ეტაპზე. ასეთ ატმოსფეროში და გულშემატკივრების სიმღერით 94 წუთის განმავლობაში. მშვენიერია, რომ ყველას ასეთი მენტალიტეტი აქვს და საბოლოოდ, შევძელით ამ მატჩის მოგება ბოლო წუთს. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ და ძალიან ბედნიერები ვართ.

გონსალო რამოშისთვის მნიშვნელოვანია პსჟ-ში 100 მატჩის ჩატარება და ამით კმაყოფილები ვართ. მან კარგი სამუშაო შეასრულა იმ 15 ან 20 წუთის განმავლობაში, რაც ითამაშა და ამ გოლის გატანა მნიშვნელოვანია მისი თავდაჯერებულობისთვის. კუთხური ლიმ შესანიშნავად ჩააწოდა, კვარამაც ძალიან კარგად იმოქმედა და რამოშმა გაიტანა", - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 24 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 9 ნოემბერს, „ლიონს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე 4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09299