სხვა

11:00 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სენიორების მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებმა სამი მედალი მოიპოვეს

იტალიის ქალაქ გალიპოლიში სენიორებს შორის დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც საქართველომ სამი მედალი მოიპოვა.

50+ ასაკობრივ კატეგორიაში მიხეილ კეკელიძემ 11-დან 9 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა. 65+ ასაკობრივ კატეგორიაში 11-დან 8.5 ქულით ვიცე ჩემპიონი გახდა ზურაბ სტურუა, ხოლო ქალებს შორის ნონა გაფრინდაშვილმა 11-დან 7.5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

დანარჩენ ქართველ მონაწილეთა შედეგები:

+50 ქალები:

ინგა ხურცილავა — 7 ქულა

სოფიკო ტერელაძე — 6.5 ქულა

სოფიო ნიკოლაძე — 6 ქულა +50

ვაჟები:

ალექსანდრე ყაშაშვილი — 6.5 ქულა

ზაზა ხოფერია — 5 ქულა

მსოფლიო პირველობაზე, რომელიც შვეიცარიული სისტემით ჩატარდა, 64 ქვეყნის 458 მონაწილე გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090331